პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დროებით ზღუდავს როგორიც პრესის, ასევე გადაადგილების თავისუფლებას სასაზღვრო რეგიონში
პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დროებით ზღუდავს როგორიც პრესის, ასევე გადაადგილების თავისუფლებას სასაზღვრო რეგიონში

პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ოთხშაბათს, 17 ნოემბერს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დროებით ზღუდავს პრესის და გადაადგილების თავისუფლებას სასაზღვრო რეგიონში. ახლა კანონპროექტს პარლამენტის ზედა პალატა-სენატი განიხილავს, რომელსაც მასში შესწორების შეტანა შეუძლია.

საპასუხოდ, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლების თვალსაზრისით ქვეყნის მთავრობას, რომელსაც „კანონი და სამართლიანობა“ ხელმძღვანელობს, სურს, ისარგებლოს მიგრანტების მასობრივი ყოფნითპოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე, რათა შეზღუდოს წვდომა ინფორმაციაზე ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

სექტემბრის დასაწყისში ოფიციალურმა ვარშავამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბელარუსის საზღვრიდან სამი კილომეტრის მოშორებით ზონაში, თუმცა მისი ვადა 2 დეკემბერს იწურება და მისი გაგრძელება აღარ შეიძლება. კანონპროექტის მიხედვით, ამიერიდან პოლონეთის შსს-ის ხელმძღვანელს შეეძლება, პოტენციური საფრთხის პირობებში დააწესოს აკრძალვა გარკვეული სასაზღვრო ზონის მონახულების თაობაზე ყველა პირისთვის, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა. ამავდროულად, ადგილობრივი სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელს ამ წესიდან გამონაკლისების დაშვების უფლება ექნება, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის.

დატოვე კომენტარი