პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დეპუტატების ხელფასების 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს
პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დეპუტატების ხელფასების 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დეპუტატების ხელფასების 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 240-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ორმა მისცა ხმა, ხუთმა კი თავის შეიკავა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.

კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის წევრების ხელფასი სახელმწიფო მდივნის მოადგილის ანაზღაურების 80% იქნება.

კანონის ინიციატორების გათვლით, ცვლილებების შედეგად, ყოველწლიურად საბიუჯეტო სახსრებიდან სამ მილიონზე მეტი ევროს დაზოგვა იქნება შესაძლებელი.

დეპუტატების ხელფასების შემცირების შესახებ კანონპროექტის ავტორები პოლონეთის მმართველი პარტია „სამართლიანი და სამართლიანობაა“.

მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო ინიციატივა მას შემდეგ წარადგინა, რაც პოლონეთში მთავრობის წევრების მიერ მიღებულ პრემიებთან დაკავშირებით სკანდალი აგორდა.

მმართველმა პარტიამ ასევე გადაწყვიტა, რომ მინისტრები მიღებულ პრემიებს საქველმოქმედო მიზნებს მოახმარენ.