პოლონეთის სეიმის სპიკერმა, მარეკ კუჩინსკიმ თანამდებობა დატოვა
პოლონეთის სეიმის სპიკერმა, მარეკ კუჩინსკიმ თანამდებობა დატოვა

პოლონეთის სეიმის სპიკერი, მარეკ კუჩინსკი მის ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პოლონეთის მედიამ და პარტია სამოქალაქო პლატფორმამ დაადგინეს, რომ 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ივნისამდე კუჩინსკი სამთავრობო თვითმფრინავით დაფრინავდა ვარშავიდან ქალაქ ჟეშუვოში, სადაც ის ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, კუჩინსკიმ სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის 100-ჯერ გამოიყენა, რაც სახელმწიფოს 928 00 ევრო დაუჯდა.

მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ სპიკერის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ არის იმის დადასტურება, რომ მმართველი გუნდი ხალხის მოთხოვნებს ასრულებს.

დატოვე კომენტარი