პოლონეთის საზღვართან ბელარუსისა და რუსეთის სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს
პოლონეთის საზღვართან ბელარუსისა და რუსეთის სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს

ბელარუსში პოლონეთის საზღვართან ერთობლივი სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს. ორმხრივ სწავლებაში ბელარუსისა და რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების 600-მდე ჯარისკაცი და 100-მდე ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.

წვრთნის აქტიური ფაზა ბრესტის პოლიგონზე დღეს დაიწყო და 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც ბელარუსის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი აცხადებს, ერთობლივი სწავლების ძირითადი თემატიკაა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გამოვლენა, მათი ბლოკირება და განადგურება.