პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებისთვის საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებისთვის საქართველოს ექვსი და რუსეთის ერთი მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო სამსახურის ცნობით, გუშინ პოლონელმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის 206 მცდელობა აღკვეთეს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 100-ზე მეტმა მიგრანტმა შტურმით სცადა პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის გადაკვეთა.
როგორც სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, მიგრანტთა მიერ განხორციელებული იერიშის დროს, ბელარუსი მესაზღვრეები ლაზერის სხივებითა და სტრობული განათებით ცდილობდნენ პოლონელი მესაზღვრეებისთვის მხედველობის შეზღუდვას. ინციდენტის შედეგად ორი პოლონელი მესაზღვრე დაშავდა.
Wczoraj tj.26.11 gr.🇵🇱🇧🇾próbowało nielegalnie przekroczyć 206 osób. Próbom tym zapobieżono.
Za pomocnictwo #funkcjonariuszeSG zatrzymali 7 cudzoziemców:6 ob.Gruzji i ob.Rosji.
Na odcinku ochranianym przez Placówkę SG w Białowieży,służby odparły atak na granicę grupy 100 osób. pic.twitter.com/UF1rLS3Jx9— Straż Graniczna (@Straz_Graniczna) November 27, 2021