პოლონეთის სასაზღვრო სამსახური - ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ძალიან დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა ბალტიის ზღვაში მდებარე პოლონეთის ჭაბურღილის პლატფორმას
პოლონეთის სასაზღვრო სამსახური - ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ძალიან დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა ბალტიის ზღვაში მდებარე პოლონეთის ჭაბურღილის პლატფორმას

პოლონეთის სასაზღვრო სამსახური რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ ბალტიის ზღვაში საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის შესახებ იუწყება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორმა ავიაგამანადგურებელმა ძალიან დაბალ, 150 მეტრის სიმაღლეზე გადაუფრინა ბალტიის ზღვაში მდებარე პოლონეთის ჭაბურღილის პლატფორმას, რომელიც კომპანია Orlen Petrobaltic-ის ეკუთვნის.

მანამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.