პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს მოუწოდებს, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გადახედონ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ მოკავშირეებს მოუწოდებს, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გადახედონ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის „ღია და მზადაა“, საკუთარი მოკავშირეების ძალისხმევას ამ კუთხით მხარი დაუჭიროს.
ამასთან, მედიის ცნობით, პოლონეთი დრონების ჩამოგდების შესასწავლად უკრაინაში ჯარისკაცებს გაგზავნის. მედიის ცნობით, მათ უპილოტო საფრენი აპარატების განადგურებას ადგილობრივი ინსტრუქტორები შეასწავლიან.
ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია. გერმანული მედიის ინფორმაციით, რუსული დრონების ნაწილი ნატო-ს ბაზისკენ მიფრინავდა. თუმცა პოლონეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრას ნატო თავდასხმად არ განიხილავს, რადგან დრონების ნამსხვრევებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.