პოლონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყანა უნგრეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს
პოლონეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყანა უნგრეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს

პოლონეთი უნგრეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტმა უნგრეთის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოების დაწყებას მხარი დაუჭირა, რაც საბოლოო ჯამში ბუდაპეშტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, აამოქმედოს ევროკავშირის წესდების მეშვიდე მუხლი უნგრეთის წინააღმდეგ. ეს ზომები ხელს უწყობს ევროკავშირში განხეთქილების გაღრმავებას და ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი მოქალაქეების ნდობას ამცირებს“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

უნგრეთის მიმართ პრეტენზიები ევროკომისიაში იმ კანონთან დაკავშირებით აქვთ, რომელიც არალეგალი მიგრანტების დახმარების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ აქტივისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ევროკავშირმა დისციპლინარული სამართალწარმოება პოლონეთის წინააღმდეგაც დაიწყო.

დატოვე კომენტარი