პოლონეთის საგარეო უწყების ცნობით, რვა ქართველ სამართალდამცველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რვა ქართველ სამართალდამცველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა
პოლონეთის საგარეო უწყება სამართალდამცველთა გვარებსა და სახელებს არ აკონკრეტებს.
„საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ, პოლონეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სამართალდამცავი სტრუქტურის რვა წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაში. პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
In response to the increasing repressions of the opposition in Georgia, Poland has banned 8 representatives of enforcement authorities responsible for the violence against protesters, from entering its territory.
Poland supports the pro-European aspirations of 🇬🇪 society.
— Ministry of Foreign Affairs 🇵🇱 (@PolandMFA) April 17, 2025