პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ელჩთან საუბარი შედგა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში საქართველოს ელჩს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლონეთის საგარეო უწყებაში გაესაუბრნენ.
ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთში საქართველოს ელჩთან დისკუსია შედგა. გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობის დაცვა და პოლიტიკური ქმედებებისგან თავის შეკავება არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.
Deteriorating health of @SaakashviliM after his arrest was discussed today in Polish MFA with chargé d’affaires of @GeoEmbPoland 🇬🇪.
Transparency, adherence to the rule of law & refraining from political action are important for achieving Euro-Atlantic aspirations of #Tbilisi.— Ministry of Foreign Affairs 🇵🇱 (@PolandMFA) October 14, 2021