პოლონეთის საგარეო უწყება - პოლონეთი არ ცნობს სეპარატისტული ხელისუფლების მიერ საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერებას
პოლონეთის საგარეო უწყება - პოლონეთი არ ცნობს სეპარატისტული ხელისუფლების მიერ საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერებას

პოლონეთი არ ცნობს ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერებას, – ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„პოლონეთი არ ცნობს 2022 წლის 10 აპრილს ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერებას. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს სრულ და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება“, – აღნიშნულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.