„ბიბისი“ – ეუთო-ს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლებს არ დაუშვებენ

11:20, 19.11.2022

ეუთო-ს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლებს არ დაუშვებენ. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლუკაშ იასინმა განაცხადა.

პოლონეთი ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანაა. ეუთო-ს სხდომა 1-2 დეკემბერს პოლონეთის ქალაქ ლოძიში გაიმართება, სადაც რუსულ დელეგაციას, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ჩასვლის უფლებას არ მისცემენ.

მსგავსი