პოლონეთის საგარეო უწყება - ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და საერთაშორისო სტანდრატები იყო დაცული 
პოლონეთის საგარეო უწყება - ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული და საერთაშორისო სტანდრატები იყო დაცული 

პოლონეთის საგარეო უწყება აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას 31 ოქტომბერს საპარლმენტო არჩევნების სწრაფად და ეფექტიანად ორგანიზებასთან დაკავშირებით შეცვლილი საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა აქტივობა, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული სირთულეების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა.

„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო/ოდირის, ევროკავშირის. ეუთოს, ევროსაბჭოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების) შეფასებას, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები და საერთაშორისო სტანდრატები იყო დაცული. თუმცა, ყურადღებას ვაქცევთ ხარვეზებისა და დარღვევების შესახებ გავრცელებულ შემაშფოთებელ ცნობებზე (რომელთა რაოდენობა თითქოსდა აღემატებოდა 2016 წლის არჩევნებისას). მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა საჩივარო სათანადო ყურადღებითა და ინსტიტუციური პროცესის პატივისცემით, ასევე მოქმედი პროცედურების შესაბამისად. ეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და მისდამი ნდობას გაზრდის, განსაკუთრებით 21 ნოემბერს დაგეგმული მეორე ტურის წინ. პოლონეთი უცვლელად გამოხატავას მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთასორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.