პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქული უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირახტარი“ გააძლიერებს პოლონეთის არმიის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქული უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირახტარი“ გააძლიერებს პოლონეთის არმიის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას

თურქული უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირახტარი“ გააძლიერებს პოლონეთის არმიის შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ბაირახტარ თიბი 2“ ტექნოლოგიურად მოწინავე და ეფექტური იარაღია, რაც ბრძოლაში დამტკიცდა.

„ამავე დროს, ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის პრაქტიკულ თანამშრომლობად გადაქცევის კიდევ ერთი მაგალითია. ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოიწვევს ევროკავშირი-ნატო-ს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის ევროკავშირში სრული წევრობა უზრუნველყოფს თანამშრომლობის სრულ განვითარებას ევროპაში სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის.

ევროინტეგრაციის პროცესს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებასა და სტაბილიზაციაზე, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ.