პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და საჭიროა, ევროკავშირმა შესაბამისად უპასუხოს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და საჭიროა, ევროკავშირმა შესაბამისად უპასუხოს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს

საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მიმდინარეობს ქვეყნის დემოკრატიზაცია, ხელისუფლების დანაწილება, ხორციელდება რეფორმები. ყველაფერი კარგ გზაზეა, ასე რომ ახლა ვფიქრობთ, რომ საჭიროა, ევროკავშირმა შესაბამისად, პოზიტიურად უპასუხოს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს,- განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა ირაკლი კობახიძის პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.