პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ის დელეგაცია იმდენად დაკავებულია პუტინთან შეხვედრით, რომ აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებთან შეხვედრის ორგანიზება ვერ შეძლო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ის დელეგაცია იმდენად დაკავებულია პუტინთან შეხვედრით, რომ აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებთან შეხვედრის ორგანიზება ვერ შეძლო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნიევ რაუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს, რადგან ევროპაში პირველი ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს არ ხვდება.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ამერიკის დელეგაციამ, რომელიც ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით ევროპაში ჩამოდის, იმდენად დაკავებულია პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრით, რომ აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებთან შეხვედრის ორგანიზება ვერ შეძლო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჯო ბაიდენი ევროპაში 8-დღიანი ვიზიტითა იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ესწრება დიდი შვიდიანის სამიტს, შემდეგ კი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს. 16 ივლისს კი ჯო ბაიდენი ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.