ვარშავაში პოლიციამ დააკავა 16 წლის მოზარდი, რომელიც მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლიციამ 16 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მოზარდი რამდენიმე ადამიანის მკვლელობას ამზადებდა.
დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, ვარშავაში, მოზარდის სახლში სამართალდამცვებმა იარაღისა და სხვა სახიფათო ნივთების მარაგი იპოვეს.
„საგამოძიებო ჯგუფმა შემთხვევის ადგილი ექსპერტის თანდასწრებით დაათვალიერა“, – იტყობინება პოლიცია.
ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის რამდენიმე სკოლაში მკვლელობები მოხდა, რის შემდეგაც სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა.