პოლონეთის ქალაქ ლეშნოში დევისის თასის მეორე ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა #1TVSPORT
პოლონეთის ქალაქ ლეშნოში დევისის თასის მეორე ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა #1TVSPORT

2 და 3 თებერვალს „ლეშნო ტენის ქლაბ“ არენაზე ერთმანეთს საქართველოსა და ბოლივიის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.

კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 2 თებერვალს პირველ მატჩს ალექსანდრე ბაკში ხუან კარლოს პრადო ანჯელოს წინააღმდეგ გამართავს. ასევე 2 თებერვალს ზურა ტყემალაძე რაულ გარსიას მეტოქე იქნება.

3 თებერვალს კი პირველი მატჩი წყვილებს შორის გაიმართება, სადაც ალექსანდრე მეტრეველისა და ალექსანდრე ბაკშის წყვილი სანტიაგო ნავაროსა და ლორბეგის წყვილს დაუპირისპირდება.