პოლონეთის პრეზიდენტის კორტეჟი მოზარდს დაეჯახა
პოლონეთის პრეზიდენტის კორტეჟი მოზარდს დაეჯახა

პოლონეთის პრეზიდენტის კორტეჟი  მოზარდს დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ოსვენციმში, გზაჯვარედინზე მოხდა, რომლის გადაკვეთასაც 9 წლის ბიჭი სკუტერით ცდილობდა.

მოზარდს მსუბუქი ხასიათის დაზიანება აქვს მიღებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა თავად ანჟეი დუდა.