პოლონეთის პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ნატო სათანადოდ არ მუშაობს
პოლონეთის პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ნატო სათანადოდ არ მუშაობს

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნატო ისე არ ფუნქციონირებს, როგორც საჭიროა.

„მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. გაიხსენეთ 1990-იანი წლები. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ნატო ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა. ბოლო წლებში ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ. იყო რუსეთის აგრესია საქართველოში, უკრაინაში, ხუთი წლის წინ მოხდა ყირიმის ანექსია და დღემდე არსებობს მომდევნო შეჭრის საფრთხე. ნატო, ჩემი აზრით, აჩვენებს, რომ ცოცხალია, რადგან ძალიან სწრაფად რეაგირებს ცვლილებებზე“,-  განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ნატო-სთვის მთავარ გამოწვევად ტერორიზმის დასახელება არასწორია, რადგან ალიანსისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

„ჩვენ გვაქვს ტერორისტული საფრთხე, ასევე, რუსული იმპერიალიზმის საფრთხე და ჩვენ ორივეზე გვაქვს პასუხი“, – განაცხადა დუდამ.