პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსი - მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით უკრაინასთან უთანხმოების ყველაზე ცხელი ეტაპი უკვე წარსულშია
პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსი - მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით უკრაინასთან უთანხმოების ყველაზე ცხელი ეტაპი უკვე წარსულშია

უკრაინასთან უთანხმოების ყველაზე ცხელი ეტაპი უკვე წარსულშია, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, პაველ შროტმა განაცხადა.

შროტის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარცინ პშიდაჩმა მიიღო პირადი მიწვევა უკრაინული მხარიდან საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე, რაც ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

„ვფიქრობ, ეს არ არის ერთადერთი უთანხმოება ჩვენ შორის და მომავალში, რა თქმა უნდა, კიდევ იქნება. ჩვენ მშვიდად უნდა მივუდგეთ ამას, ვიმუშაოთ მათ მოგვარებაზე, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა იყოს კარგი და უკეთესი“, – განაცხადა პაველ შროტმა.

პოლონეთსა და უკრაინას შორის დავის საგანი იყო უკრაინულ მარცვლეულზე შეზღუდვების დაწესება და პოლონეთის განცხადება, რომ, ევროკავშირის მიერ ბლოკადის დასრულების მიუხედავად, იგი ცალმხრივად გააგრძელებს აკრძალვას.