პოლონეთის პრეზიდენტი – ევროპის უსაფრთხოებაში ნატო გადამწყვეტ როლს თამაშობს

14:17, 03.05.2021

ევროპის უსაფრთხოებაში ნატო გადამწყვეტ როლს თამაშობს, – ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ, ვარშავაში პირველი კონსტიტუციის მიღების 230-ე იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე გააკეთა.

„ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ნატო-ს ფარგლებში განამტკიცებს ჩვენს უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე ხდება“, – განაცხადა დუდამ.

ვარშავაში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები.

დღესვე, ლიდერების მონაწილეობით გაიმართება დისკუსია, რომლის მთავარი თემა ევროპის მომავალი იქნება.

მსგავსი