პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანჯეი დუდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან აპირებს შეხვედრას.
„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი მოლაპარაკებები პრეზიდენტებსა და ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა იქნება. ასევე, განიხილება პოლონეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები“, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანჯეი დუდა პოლონეთში მატარებლით ჩავიდა. შეგახსენებთ, რომ დღეს დაგეგმილია „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტი, რომელშიც მონაწილეობას 60 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გეგმავენ.
„ყირიმის პლატფორმის“ შეხვედრაში მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში მიიღებენ გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი და იაპონიის მთავრობის მეთაური, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
Prezydent @AndrzejDuda na zaproszenie Prezydenta @ZelenskyyUa przebywa dziś w Kijowie. W czasie wizyty odbędą się dwustronne rozmowy Prezydentów oraz delegacji poświęcone sytuacji na 🇺🇦, wsparciu w wymiarze militarnym, ekonomicznym i humanitarnym oraz współpracy dwustronnej. pic.twitter.com/isQcEK1gdj
— Kancelaria Prezydenta (@prezydentpl) August 23, 2022