პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ საქართველო დატოვა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველო დატოვა.

როგორც მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლონელი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად გააცილა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რომლის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმის ახალ ბულვარში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს.