პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა

დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ძეგლის აქ გახსნის შესაძლებლობისთვისქართულ-პოლონური მეგობრობა არის ძლიერი, დღევანდელ დღეს არსებული ეგზისტენციალური საფრთხეების მიუხედავად რუსეთის აგრესიის გამო, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა.

მისივე თქმით, საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა, ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში.

„დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არა მარტო ის მიმართულებები, რომელიც გარშემო ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ რიგში მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს. ის ძალიან დიდი წინააღმდეგი იყო „გადატვირთვის“, ის იყო წინააღმდეგი ასეთი გულუბრყვილობისა რუსეთის მიმართ, წინააღმდეგი იყო ზოგიერთი სწორი პოლიტიკური მიმართულებისა, მაგრამ მას არ ეშინოდა, გამოეხატა თავისი მიდგომა. იმ დროს მთლიანად ევროკავშირს სჯეროდა, რომ ვლადიმერ პუტინის სიტყვები სიმართლე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ლეხ კაჩინსკი მათ აფრთხილებდა, მაგრამ ეს იწვევდა მხოლოდ მათ ირონიას და დაცინვას, მაგრამ სამწუხაროდ მისი სიტყვები ასი პროცენტით შესრულდა, უფრო მეტიც და მე ამას ვიძახი საქართველოდან, ბათუმიდან. შემდეგი აგრესია მოვიდა 6 წლის მერე, 2008 წლის შემდეგ და დღევანდელ დღესაც და ახლა თავდაყირა დადგა მთლიანად პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ვინაიდან განხორციელდა ასეთი ბარბაროსული აგრესია, რომელსაც ადგილი აქვს უკრაინაში. როდესაც ამას იძახდა ლეხ კაჩინსკი, რომ მოესმინა და ყური დაეგდო მთლიანად ევროპას, შესაძლოა დღეს ასეთი აგრესია არ ყოფილიყო. და ბატონო პრეზიდენტო, თქვენმა პოლიტიკამ მიიყვანა ასეთ ცვლილებებამდე ქვეყნების ხელისუფლებები, დაინახეს რომ ხელისუფლებებს აქვს უფლება სუვერენობისა, დაინახეს სიმართლე და ბატონო პრეზიდენტო, ეს თქვენი დამსახურებაა და დიდ პატივისცემას გამოვხატავთ დღეს. ყველაფერი, რაც ხდება ეს არის ძალიან დიდი საშიშროება ქვეყნების სუვერენიტეტისთვის.

დიდი მადლობა ყველას, იმ ძარღვისთვის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს საქართველოს და პოლონელ ერებს, ხალხს აკავშირებს, მის სივრცეს, თავისუფალ სივრცეს, სადაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სწორი პოლიტიკა, ისეთი პოლიტიკა, რომელიც წინააღმდეგობას უწევს აგრესიულ პოლიტიკას. დიდი მადლობა რეგიონებს, რომლებიც არიან დამეგობრებულები აჭარის რეგიონთან, საქართველოს სხვა რეგიონებთან. ქვემო სილეზიას, რომელიც დღეს პოლონეთის დელეგაციაშია, დიდი მადლობა ბატონ მინისტრს, დვორჩიკს, რომელიც მხარს უჭერდა ამ ძეგლის აქ დადგმას, ეს არის ნიშანი, ჩვენი მეგობრობის დადასტურება, ძალიან დიდი, სერიოზული გაკვეთილი ჩვენი ერებისთვის მომავლისთვის. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ძეგლის აქ გახსნას, ყველა პარლამენტარს, თვითმმართველობების წარმომადგენლებს პოლონეთიდან და საქართველოდან, რომლებიც მხარს უჭერდნენ ძეგლის გახსნას. დიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამ ძეგლის აქ გახსნის შესაძლებლობისთვის. ქართულ-პოლონური მეგობრობა არის ძლიერი, დღევანდელ დღეს არსებული ეგზისტენციალური საფრთხეების მიუხედავად რუსეთის აგრესიის გამო. დიდი მადლობა ყველას, თქვენ და მინდა აღვნიშნო, რომ ის გაკვეთილები, ის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ თაობებს დაგვიტოვა ლეხ კაჩინსკიმ და მისი რწმენა, იმ ურთიერთობისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ერებს ერთმანეთთან, გვახსოვდეს და ეს სიტყვები გვიჩვენებდნენ სწორ გზას საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში,“- აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მორავიეცკიმ ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ახსოვთ ლეხ კაჩინსკის ჟესტი, რომელიც 14 წლის წინ საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდა.

„ყველა კავშირისთვის აუცილებელია ღირებულებათა სისტემა, სიმართლე. ჩვენ ყველა ვეძებთ საძირკველს, სიმართლეს. ბატონმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანობა, ევროპული კულტურა, რომელიც სიკეთეს, თავისუფლებას და სიმართლეს ეყრდნობა. ასევე, მნიშვნელოვანია რომაული კანონი, ქრისტიანული ტრადიცია. კაჩინსკიმ ძალიან კარგად იცოდა, რომ ცივილიზაციებს შორის უნდა იყოს მიზნების და ერების კავშირი, რომლებსაც სწამთ თავისუფლებისა და რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. როდესაც ამ ღირებულებების შელახვა ხდებოდა,  პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ძალიან მგრძნობიარე იყო ამ ტკივილის მიმართ. ის ძალიან მგრძნობიარე იყო საერთაშორისო აგრესიის მიმართ. თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ასეთ ბარბაროსულ აგრესიასთან მოხდა კონფრონტაცია. ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. ლეხ კაჩინსკი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და პატივი სცა საქართველოს  თავისუფალ არჩევანს, საქართველოს მამაც ხალხთან დაამტკიცა, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა და ალბათ, ამიტომაც გახდა რუსეთის იმპერიის პირველი მტერი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ქმედება, ჟესტი“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.