პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირი წევრი ქვეყნების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირი წევრი ქვეყნების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირი წევრი ქვეყნების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. მატეუშ მორავიეცკის თქმით, მომდევნო კვირას ის ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა და პოლონეთის ხელისუფლების ამ პოზიციას ევროპელ მაღალჩინოსნებს პირადად გააცნობს.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მთავრობასა და ევროკავშირს შორის ქვეყანაში ჩატარებულ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, დავა რამდენიმე წელია გრძელდება. გასულ კვირას პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებზე მაღლა დგას.

პოლონეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიზებულია და გამოწვევას წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციისთვის. თავის მხრივ, ხელისუფლება ამბობს, რომ ევროკავშირმა უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც მთავრობის მიერ ინიცირებულ მართლმსაჯულების რეფორმაში ჩაერია.

„ჩვენ ახლა ევროკავშირის ისტორიის გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ეს არის დემოკრატიის ტესტი – რამდენად შორს დაიცავენ ევროპის სახელმწიფოები ევროკავშირის ინსტიტუტებს უზურპაციის წინაშე“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტში მომდევნო კვირაში გამოვა სიტყვით.