პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის აღსადგენად საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული
Bruksela, Belgia, 11.12.2020. Premier RP Mateusz Morawiecki podczas konferencji prasowej w drugim dniu unijnego szczytu w Brukseli, 11 bm. Dzieñ wczeniej, na szczycie UE dosz³o do porozumienia przywódców unijnych ws. bud¿etu UE i funduszu odbudowy. Na mocy tego porozumienia uruchomiony zostanie kolejny wieloletni bud¿et UE na lata 2021-2027 oraz fundusz odbudowy wart 750 mld euro. (rp/awol) PAP/Radek Pietruszka
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინის აღსადგენად საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული.
აღნიშნულის შესახებ მათეუშ მორავიეცკიმ, „ლიუბლინის სამკუთხედის“ სამიტის ფარგლებში, ლიეტუვის პრემიერთან, ინგრიდა შიმონიტესთან და უკრაინის პრემიერ, დენის შმიგალთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მორავიეცკის განცხადებით, უკრაინის აღსადგენად საჭიროა მსხვილი ფონდის ჩამოყალიბება, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთისა და რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ბაზაზე შეიქმნება.
მისი თქმით, აღნიშნული აქტივები უდანაშაულო ადამიანების სიხლის ფასად არის დაგროვებული და სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის აღსადგენად უნდა იქნას გამოყენებული.
მათეუშ მორავიეცკი გასულ დღეს ლვოვთან ახლოს მდებარე იავორივის სამხედრო ბაზაზე თავდასხმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი პოლონეთის, ლიეტუვისა და ევროპის ქვეყნების მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევის განადგურებას ცდილობს.
მისი თქმით, პუტინი მშვიდობიან მოსახლეობას შორის პანიკის დათესვას ცდილობს და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომ სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი იმ გზაზე მდებარეობს, რომლითაც მილიონობით ადამიანი ომის საშინელებისგან თავის დაღწევას ცდილობს.
პოლონეთის პრემიერმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზეც ისაუბრა.
„რუსეთი დარტყმებს ახორციელებს ბრმად და სასტიკად ანადგურებს არა მარტო სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს ბავშვებს, ქალებს, ბომბავს საავადმყოფოებს, სამშობიაროებს, ანადგურებს მილიონობით ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთი აღნიშნულ ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდის სხვა ევროპულ ქვეყნებსაც, რათა არ ეცადონ, დაუბრუნდნენ ისეთ მდგომარეობას, თითქოს არაფერი მომხდარა.