პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, საშობაოდ არ იმოგზაურონ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, საშობაოდ არ იმოგზაურონ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, საშობაოდ არ იმოგზაურონ.

როგორც მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, საშობაოდ მაღაზიების დიდი ნაწილი ისევ გაიხსნება, თუმცა სხვა შეზღუდვები ძალაში დარჩება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით თეატრები, ბარები და რესტორნები შობის შემდეგაც დაკეტილი იქნება, ხოლო სკოლებში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში „კოვიდ-19“ 24 213 ადამიანს დაუდასტურდა, 574 პაციენტი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 850 000-მდე შემთხვევა.