პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირმა მეზობელ ქვეყნებს წევრობის პერსპექტივა უნდა შესთავაზოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირმა მეზობელ ქვეყნებს წევრობის პერსპექტივა უნდა შესთავაზოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირმა მეზობელ ქვეყნებს რეალური პერსპექტივა უნდა შესთავაზოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სხვები გააკეთებენ. ეს განცხადება მატეუშ მორავეცკიმ პოლონეთის სენატში, საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ დასავლეთის უსაფრთხოდ დომინირების ეპოქაში აღარ ვცხოვრობთ: შორუელ აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩვენთვის ყველაზე ახლოს მდებარე აღმოსავლეთშიც არიან საერთაშირისო მოთამაშეები, რომლებიც ევროპის სისუსტით დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ. ამიტომ, ჩვენ გვსურს ამბიციური ევროკავშირი, რომელიც ღიაა ახალი წევრების მისაღებად. ევროკავშირი, რომელიც ღია იქნება დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის. თუ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს რეალურ პერსპექტივას არ შევთავაზებთ, მაშინ ამას ჩვენ ნაცვლად სხვები გააკეთებენ – რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, რადიკალური ისლამი… და ეს ყველაფერი უკვე ხდება“, – განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატო-ზე და მას „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირი“ უწოდა.

დატოვე კომენტარი