პოლონეთის პარლამენტმა კენჭი უყარა „რუსული გავლენის გამოძიებისთვის კომისიის შექმნის“ შესახებ კანონის შემსუბუქებულ ვერსიას, რომლის პირვანდელი ვარიანტიც აშშ-სა და ევროკავშირში მკაცრად გააკრიტიკეს
პოლონეთის პარლამენტმა კენჭი უყარა „რუსული გავლენის გამოძიებისთვის კომისიის შექმნის“ შესახებ კანონის შემსუბუქებულ ვერსიას, რომლის პირვანდელი ვარიანტიც აშშ-სა და ევროკავშირში მკაცრად გააკრიტიკეს.
ცვლილებების ინიციატორია პრეზიდენტი ანჯეი დუდა. ამჟამინდელ ვერსიაში ცვლილება პარლამენტარებს კომისიის წევრებად დანიშვნას უზღუდავს, ასევე აუქმებს დებულებებს, რომელიც „რუსული გავლენის ქვეშ“ მოქმედების გამო დამნაშავედ აღიარებულ პირებს მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას უკრძალავდა.
ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შერბილებული ვარიანტიც არღვევს პოლონეთის კონისტიტუციას, რადგან აღმასრულებელ, საკანონმდებლო ხელისუფლებასა და პროკურატურას ერთი ინსტიტუციის ხელში აქცევს.
შემსუბუქებულ ვერსიას ახლა სენატის მხარდაჭერა სჭირდება, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს.