პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში სკოლები ივნისის ბოლომდე იქნება დახურული

11:50, 20.05.2020

პოლონეთში სკოლები ივნისის ბოლომდე დახურული იქნება. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში გაკეთდა. ივნისის ბოლოს კი, სკოლებში საზაფხულო არდადეგები იწყება. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

პოლონეთის სკოლებში სასწავლო პროცესი მარტში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ შეწყდა.

25 მაისს ქვეყანაში ბაღები გაიხსნება, სკოლებში კი, ონლაინ სწავლება გაგრძელდება. პოლონეთში მიმდინარე სასწავლო წელი 26 ივნისს სრულდება.

მსგავსი