პოლონეთის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის 80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინი არ მიიწვია

18:57, 19.07.2019

პოლონეთის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინი არ მიიწვია. ცერემონია სექტემბერშია დაგეგმილი.

პოლონეთში მიიჩნევენ, რომ ამ ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიწვევა უადგილოა.

შესაბამისი განცხადება პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, იაცეკ სასინმა გააკეთა.

„ის იმ ქვეყნის ლიდერია, რომელიც მეზობლების წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიას ახორციელებს. ასე რომ, უადგილო იქნება პოლონეთის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყების 80 წლისთავი იმ ლიდერის მონაწილეობით, რომელიც საკუთარ მეზობლებს იმავე მეთოდებით ექცევა“, – განაცხადა სასინმა.

მისი თქმით, ღონისძიებაზე მიწვეულ ლიდერებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პოლონური მხარის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ პოლონურ მხარეს უკვე დაუდასტურა, რომ დონალდ ტრამპი ღონისძიებას ნამდვილად დაესწრება.

მსგავსი