პოლონეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს, რათა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი განიხილოს
პოლონეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს, რათა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი განიხილოს

პოლონეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს, რათა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ მედია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გვსურს გაერო-ს, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრზე რუსული დრონის ამ უპრეცედენტო თავდასხმაზე მსოფლიომ ყურადღება გაამახვილოს“ – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.

ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს. პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო პოლონეთის ხელისუფლებამ ნატო-ს წესდების მეოთხე მუხლს გააქტიურება მოითხოვა, რაც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.