პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა ლგბტ მარშები „მოხეტიალე თეატრალური დასების წარმოდგენას“ შეადარა
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა ლგბტ მარშები „მოხეტიალე თეატრალური დასების წარმოდგენას“ შეადარა

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა ლგბტ მარშები „მოხეტიალე თეატრალური დასების წარმოდგენას“ შეადარა. პარტია “კანონისა და სამართლის” ლიდერ იაროსლავ კაჩინსკის თქმით, პოლონეთი ლგბტ მარშების გამართვას წინ უნდა აღუდგეს.

“ეს მოხეტიალე თეატრალური დასები სხვადასხვა ქალაქებში წარმოდგენებს აწყობენ, რათა პროვოცირება მოახდინონ და შემდეგ იწუწუნონ. ჩვენ ყველაზე მეტად ვზარალდებით. აუცილებელია, მათ ნიღაბი ჩამოვხსნათ”,-განაცხადა კაჩინსკიმ.

მისივე თქმით, ეს საკითხი “კანონით უნდა იყოს დარეგულირებული”. კაჩინსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პოლონელ არქიეპისკოპოსს, რომელმაც თქვა, რომ პოლონეთი “ცისარტყელას შავი ჭირის ალყაშია”.

კაჩინსკის განცხადებით, პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის დაცვა და ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ მიმართული საფრთხის განეიტრალება მხოლოდ მმართველ პარტიას შეუძლია.

ეს განცხადება იაროსლავ კაჩინსკიმ წინასაარჩევნო გამოსვლის დროს გააკეთა. არჩევნები პოლონეთში 13 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი