პოლონეთის მმართველი პარტია მოქალაქეებს „მეცამეტე პენსიას“ დაჰპირდა
პოლონეთის მმართველი პარტია მოქალაქეებს „მეცამეტე პენსიას“ დაჰპირდა

იაროსლავ კაჩინსკის პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ წინასაარჩევნოდ ახალი სოციალური პაკეტის შემუშავების დაპირებით გამოვიდა. მმართველი გუნდის ინიციატივა მომავალი წლიდან მინიმალური ხელფასის 3000 ზლოტამდე, ხოლო 2023 წლამდე 4 ათას ზლოტამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ამას გარდა, კაჩინსკი და მისი თანაპარტიელები ამომრჩევლებს პენსიის 1200 ზლოტამდე გაზრდას დაჰპირდნენ, ხოლო 2012 წელს პოლონელი პენსიონერები ე.წ. მეცამეტე პენსიასაც მიიღებენ.

მმართველი გუნდი სოციალური დახმარების გაზრდას ფერმერებსაც დაჰპირდა.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნოდ პოლონელმა პენსიონერებმა უკვე მიიღეს მთავრობისგან დანამატი, რაც ბიუჯეტს 11 მილიარდი ზლოტი დაუჯდა.

პოლონეთის მმართველი პარტია ბოლო პერიოდში არაერთ სკანდალში გაეხვა. ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა. როგორც აღმოჩნდა, მან სამთავრობო თვითმფრინავი ოჯახური მოგზაურობისთვის გამოიყენა.

თანამდებობის დატოვება მოუწია პოლონეთი იუსტიციის მინისტრის მოადგილესაც, რომელსაც მოსამართლეების პირადი ცხოვრების შესახებ ჭორების გავრცელების გზით, მათ დიკსკრედიტაციაში ედება ბრალი.

მიუხედავად ამისა, ბოლო გამოკითხვებით, პოლონეთის მმართველი პარტია ლიდერობს და ის ამომრჩეველთა ხმების 41%-ს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 13 ოქტომბერს გაიმართება.