პოლონეთის მედია - რუსეთში პოლონეთის ელჩს, კშიშტოფ კრაევსკის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მასზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს
რუსეთში პოლონეთის ელჩს, კშიშტოფ კრაევსკის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მასზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი სანკტ-პეტერბურგში 16 ნოემბერს მოხდა.
ელჩი რუსეთის ქალაქში ჩავიდა, რათა ადგილობრივ პოლონელებთან ერთად მონაწილეობა მიეღო პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. დაახლოებით შუადღისას, როდესაც ელჩი კონსულის თანხლებით წმინდა ეკატერინეს ბაზილიკაში წირვაზე მიდიოდა, მას რუსი „აქტივისტების“ აგრესიული ჯგუფი შეხვდა, რომლებსაც ეჭირათ პლაკატები ანტიპოლონური და ანტიუკრაინული ლოზუნგებით.
„თავიდან ეს იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგრამ შემდეგ იყო ფიზიკური ძალის გამოყენების აშკარა მცდელობა. შემდეგ საქმეში ელჩის დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ“, – თქვა პოლონეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაცეი ვევიორმა.