უსაფრთხოების ექსპერტი აცხადებს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქება დატბორილ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გამოყენებას ერთი თვით შეზღუდავს
უსაფრთხოების ექსპერტი აცხადებს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქება დატბორილ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გამოყენებას ერთი თვით შეზღუდავს

პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, მაჩეი მატიშაკის თქმით, კახოვკის კაშხლის აფეთქება დატბორილ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გამოყენებას ერთი თვით შეზღუდავს.

„სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში აფეთქება გამორიცხავს ამ ტერიტორიის რელიეფზე მძიმე ტექნიკის გამოყენებას, როგორებიცა ტანკები ან მძიმე ჯავშანტექნიკა. ამავდროულად, ეს უკრაინის უსაფრთხოებას ითვალისწინებს ამ ფლანგზე, რადგან უკრაინის მოსალოდნელი შეტევის დროს, რუსები ვერ შეძლებენ ამ მიმართულებით ოპერირებას“, – განაცხადა მატიშაკმა.

ამასთან, მაჩეი მატიშაკმა აღნიშნა, რომ აფეთქება გავლენას მოახდენს ყირიმის რეგიონზეც, რადგან მათი წყალმომარაგება ნაწილობრივ ამ ტერიტორიიდან ხდებოდა.

„ეს ასევე მოკლევადიანი შედეგია ყირიმის რეგიონისთვის, რადგან ისინი წარსულში იყვნენ დამოკიდებული და ახლა ნაწილობრივ არიან დამოკიდებული კახოვკის ამ ტერიტორიიდან წყალმომარაგებაზე. რუსები აკონტროლებენ, მე ვიტყოდი, ამ სამხრეთ დერეფანს, სახმელეთო დერეფანს რუსეთსა და ყირიმის რეგიონს შორის, რადგან მათ ბევრი გზა და ხიდი აიღეს. ასე რომ, ეს მათთვის პრობლემა არ უნდა იყოს“, – დასძინა მაჩეი მატიშაკმა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის, აფეთქების შედეგად, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 70-მდე სახლი და სამი ხიდია დატბორილი.