პოლონეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული დრონების შეჭრისას საცხოვრებელ სახლს არა უპილოტო საფრენი აპარატი, არამედ პოლონური ავიაგამანადგურებლიდან ნასროლი რაკეტა მოხვდა
პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონების ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის დროს საცხოვრებელ სახლს არა უპილოტო საფრენი აპარატი, არამედ პოლონური ავიაგამანადგურებლიდან ნასროლი რაკეტა მოხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მთავრობაში ადასტურებენ, რომ რუსული დრონების ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის დროს სოფელ ვირიკი-ვოლიაში საცხოვრებელ სახლს არა უპილოტო საფრენი აპარატი, არამედ პოლონური ავიაგანამადგურებელ „ეფ-16“-დან ნასროლი რაკეტა მოხვდა.
როგორც პოლონეთის მინისტრთა საბჭოს წევრმა, ტომაშ სემონიაკმა განაცხადა, რაკეტა რუსული დრონების განადგურების მიზნით გაისროლეს.
„ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს იყო ჩვენი თვითმფრინავის მიერ გაშვებული რაკეტა, ჩვენი სამშობლოს დასაცავად, მოქალაქეების დასაცავად. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ზარალს აანაზღაურებენ“, – განაცხადა სემონიაკმა.
მანამდე პოლონური მედია წერდა, რომ 10 სექტემბერს დაზიანებულ საცხოვრებელი სახლს არა რუსული დრონის ნამსხვრევები არამედ „მიწა-მიწის“ ტიპის რაკეტა დაეცა, რომელიც პოლონეთის კუთვნილი ავიაგამანადგურებლიდან გაუშვეს.
ჟურნალისტებთან საუბარში ანონიმურმა წყარომ მომხდარის მიზეზად რაკეტის დამიზნების სისტემის ხარვეზი დაასახელა. პოლონური მედია წერს, რომ საუბარია სამი მეტრის სიგრძის რაკეტაზე, რომელიც 150 კილოგრამს იწონის. მათივე ცნობით, რაკეტა არ აფეთქდა და სახლს დაეცა.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს, რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიშის დროს, რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. სულ პოლონეთის სპეცსამსახურებმა დააფიქსირეს 21 დრონი. მათი ნაწილი ჩამოაგდეს.