პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში პაციენტებს ვეღარ იღებენ
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში პაციენტებს ვეღარ იღებენ

პოლონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 445 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში პაციენტებს ვეღარ იღებენ.

ბოლო 24 საათში პოლონეთში ვირუსის 27 086 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 466 679 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 6 842 ადამიანი.