პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი მცირდება
პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი მცირდება

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი მცირდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზის გაკეთებას შორის დროის ინტერვალი 84-დან 35-დღემდე შემცირდება, „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის კი, დროის ინტერვალი 42-დან 35-დღემდე შემცირდება.

პოლონეთში მოსახლეობის 9,6% ორივე დოზით არის აცრილი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 2 830 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 70 000 ადამიანი.