პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გახანგრძლივების რეკომენდაციას გასცემს
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გახანგრძლივების რეკომენდაციას გასცემს

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი ადამ ნიდზელსკი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების შენარჩუნების რეკომენდაციას გასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლონეთში სავაჭრო ცენტრებში მაღაზიების დიდი ნაწილი, სათხილამურო კურორტები და სკოლები დეკემბრის ბოლოდან დახურულია. ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რიცხვის შემცირების ფონზე პოლონეთის მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.

„შეზღუდვების შენარჩუნება ყველაზე მეტად რეკომენდირებულად მეჩვენება. ვშიშობ, სასტუმროების გახსნისა და ადამიანების მოგზაურობის თაობაზე ზამთრის ბოლოსთვის. აბსოლუტურად არ ვუწევ რეკომენდაციას სამომავლოდ სკოლების გახსნას“, – განცხადა ადამ ნიდზელსკიმ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 1.48 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 35 665 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში, სადაც 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 26 იანვარს ვირუსის 4 604 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.