პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებულთა 30 პროცენტზე მეტს შესაძლოა, ჰოსპიტალიზება დასჭირდეს
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებულთა 30 პროცენტზე მეტს შესაძლოა, ჰოსპიტალიზება დასჭირდეს

„კოვიდ-19“-ით დაინფიცირებული ადამიანების 30 პროცენტზე მეტს შესაძლოა, ჰოსპიტალიზება დასჭირდეს, – ამის შესახებ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამან ნედელსკიმ განაცხადა.

„ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ყოველდღიური შემთხვევებიდან დაინფიცირებულთა 30 პროცენტს შესაძლოა, საავადმყოფოში მოთავსება დასჭირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საავადმყოფოებში ყოველდღიურად ორიდან 3 000-მდე დაინფიცირებულის მიღება დაგვჭირდება“, – განაცხადა ადამან ნედელსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

პოლონეთში ბოლო სამი კვირის განმავლობაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა გასამმაგდა. ოთხშაბათს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 10 040 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა დროებითი საავადმყოფოების გახსნას გეგმავს, რომელიც 13 000 ათასამდე პაციენტს მიიღებს.