პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მონაცემებით, ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ 99 პროცენტით ეფექტურია
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მონაცემებით, ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ 99 პროცენტით ეფექტურია

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პრაქტიკულად 99 პროცენტით ეფექტურია, – ამის შესახებ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნიდზელსკიმ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აცრილი 5 მილიონი ადამიანიდან ვირუსი 51 000-ს დაუდასტურდა, ისიც იმ პერიოდში, როცა მათ ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა იმ დროისთვის ბოლომდე ეფექტური ვერ იქნებოდა.

მინისტრის განმარტებით, პოლონეთის მონაცემებით, ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ 99 პროცენტით ეფექტურია.

პოლონეთში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყო. ქვეყანაში ეპიდემიის მესამე ტალღის გამო შეზღუვდები კიდევ 9 დღით 18 აპრილამდე გახანგრძლივდა.

პოლონეთში დახურულია სპორტული და კულტურული დაწესებულებები, კაზინოები, სილამაზის სალონები, საბავშვო ბაღები, სავაჭრო ცენტრები. ქვეყნაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ მცირედით იკლო.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 58 421 ადამიანი.