პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას უკავშირდება
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა უსაფრთხოების წესების უგულებელყოფას უკავშირდება

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ ისევ მოიმატა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადამ ნიჯელსკის თქმით, შემთხვევების რაოდენობის ზრდა წესების უგულებელყოფასთანაა დაკავშრებული. მინისტრმა იმ ტურისტების ქცევა დაგმო, რომლებიც სამთო – სათხილამურო კურორტებზე ერთობოდნენ და სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ.

პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარასკევს გაიხსნა სათხილამურო ტრასები, ასევე კინოთეატრები და სასტუმროები, რომლებსაც მხოლოდ 50-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობის უფლება აქვთ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 5 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 196 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში ვირუსის 1 569 673 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, სულ გარდაცვლილია 41 028 ადამიანი.