პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არღვევს ჩვენს სისტემას
პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არღვევს ჩვენს სისტემას

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არღვევს მათ სისტემას.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებები შეუთავსებელია პოლონეთის კონსტიტუციასთან. ამ დასკვნამდე მივიდა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არღვევს ჩვენს სისტემას“, – განაცხადა პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სებასტიან კალეტამ „ტვიტერით“.

როგორც მედია წერს, პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე მას შემდეგ გადასცა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაგმო ოფიციალური ვარშავას მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არასათანადო დანიშვნების გამო.

კრიტიკოსები ოფიციალურ ვარშავას სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის შელახვასა და სასამართლო ხელისუფლების გადანაწილების დარღვევაში ადანაშაულებენ. საპასუხოდ, პოლონეთში ამტკიცებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ აქვს უფლება, შეამოწმოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კანონიერება.