პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ჯარიმის დაკისრების შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უზურპაცია და შანტაჟია
პოლონეთისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ვარშავაში შანტაჟი და უზურპაცია უწოდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სებასტიან კალეტა გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროპული მართლმსაჯულების სასამართლო მთლიანად უგულებელყოფს პოლონეთის კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს თავისი კომპეტენციის მიღმამ ბოროტად იყენებს ფინანსური ჯარიმებისა და დროებითი ზომების დაწესებას.
კალეტას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლონეთის გავლენისგან სახელმწიფოს სისტემის მოწყვეტის ოპერაციის მორიგი ეტაპი და შანტაჟია.
„ეს არის პოლონეთის გავლენისგან ჩვენი სახელმწიფო სისტემის მოწყვეტის ოპერაციის მორიგი ეტაპი, ეს არის უზურპაცია და შანტაჟი“, – აცხადებს სებასტიან კალეტა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც. პიოტრ მიულერის განცხადებით, პოლონეთის მიმართ ჯარიმის დაწესება და შანტაჟის გზა სწორი ნაბიჯი არ არის. მისი თქმით, ეს არ არის მოდელი, რომელშიც ევროკავშირი – სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება უნდა ფუნქციონირებდეს.
TSUE kompletnie lekceważy i ignoruje polską konstytucję i wyroki TK. Działa poza kompetencjami i nadużywa instytucji kar pieniężnych i środków tymczasowych.
To kolejny etap operacji mającej oderwać od Polski wpływu na ustrój naszego państwa, to uzurpacja i szantaż. https://t.co/4OtlHRloVs
— Sebastian Kaleta (@sjkaleta) October 27, 2021
Polski rząd publicznie mówił o konieczność dokonania zmian w tym obszarze, które zapewnią jego efektywne funkcjonowanie. Droga kar i szantażu wobec naszego kraju to nie jest właściwa droga. To nie jest model,w którym powinna funkcjonować Unia Europejska – unia suwerennych państw.
— Piotr Müller (@PiotrMuller) October 27, 2021
მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, პოლონეთის უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების უგულებელყოფის გამო, ვარშავას ყოველდღიურად მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.