პოლონეთის ფინანსთა მინისტრი – თავდაცვის ხარჯების გაზრდა პოლონეთის მთავარი პრიორიტეტი იქნება
თავდაცვის ხარჯების გაზრდა პოლონეთის მთავარი პრიორიტეტი იქნება, – სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის ფინანსთა მინისტრმა, ანდრეი დომანსკიმ განაცხადა.
როგორც დომანსკიმ აღნიშნა, თავდაცვის ხარჯები განსაზღვრავს ყველა სხვა ინვესტიციას.
„სხვა ინვესტიციებს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლონეთი უსაფრთხოა“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
დომანსკიმ ევროკავშირის ქვეყნებსაც მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.