„ევრონიუსი“ – პოლონეთის ერთ-ერთ რეგიონში „ლგბტ-სგან თავისუფალი ზონის“ გამოცხადება გადაიფიქრეს

11:48, 23.09.2021
Demonstrators hold a huge rainbow flag during a protest on June 20, 2020 in Warsaw, Poland. People took part in a demonstration under the slogan "People, not an ideology" against hatred addressed towards the LGBT community by the ruling party PiS (Law & Justice) representatives during the ongoing presidential campaign.  (Photo by Aleksander Kalka/NurPhoto)

პოლონეთის ერთ-ერთ რეგიონში „ლგბტ-სგან თავისუფალი ზონის“ გამოცხადება გადაიფიქრეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილება სვიეტოკშის სავოევოდოს ადგილობრივმა მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკომისია პოლონეთის რეგიონებს დაფინანსების შეჩერებით დაემუქრა.

შეგახსენებთ, პოლონეთის რეგიონულმა პარლამენტებმა სექტემბერში ევროკომისიისგან წერილი მიიღეს, სადაც ევროპელი მაღალჩინოსნები ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ და დაფინანსების შეჩერებით დაემუქრნენ.

„რეგიონული მთავრობის ქმედებები, რომლებმაც მიიღეს დეკლარაციები, რეზოლუციები ან დადგენილებები, რომლებშიც ლგბტ თემი წარმოდგენილია, როგორც იდეოლოგია და თქვენი რეგიონები გამოცხადებულია ლგბტ-სგან თავისუფალ ზონად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია ევროკომისიის წერილში.

2019 და 2020 წელს პოლონეთის ხუთმა რეგიონული პარლამენტმა, სადაც მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, მიიღო კანონები, რომლებიც მიმართულია „ლგბტ იდეოლოგიის“ წინააღმდეგ, რასაც პოლონეთის ამ რეგიონებში ტრადიციული ოჯახისადმი საფრთხედ განიხილავენ.

მსგავსი