პოლონეთის დედაქალაქში აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

20:27, 08.03.2021

პოლონეთის დედაქალაქში აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას რამდენიმე ასეული ადამიანი იღებს.

პოლონეთში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტა თითქმის სრულად აიკრძალა. აბორტის გაკეთება აკრძალულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფს განვითარების პრობლემები და სერიოზული დარღვევები აქვს.

გამონაკლისი დაშვებულია იმ ქალებისთვის, რომლებიც გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად დაორსულდნენ ან იმ შემთხვევაში, თუ დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

მსგავსი