პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს ვარშავაში ნაციონალისტების მასშტაბური მსვლელობა გაიმართა
პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს ვარშავაში ნაციონალისტების მასშტაბური მსვლელობა გაიმართა

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ვარშავაში ნაციონალისტების მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. „ბი-ბი-სი“-ს ცნობით, აქციას 60 ათასი ადამიანი შეუერთდა. თვითმხილველთა თქმით, აქტივისტების ნაწილს ქსენოფობიური შინაარსის მქონე ტრანსპარანტები და ეროვნული დროშები ეჭირა ხელში. საღამოს კი, აანთეს ჩირაღდნები, რომლებიც წითელ კვამლს უშვებდა. მიტინგს შეუერთდნენ იტალიელი და ბრიტანელი ულტრამემარჯვენეების ლიდერებიც. სახელმწიფო ტელეარხმა ამ მარშს „პატრიოტთა მსვლელობა“ უწოდა.

პარალელურად, ვარშავაში გაიმართა შედარებით მცირერიცხოვანი ანტიფაშისტური აქცია. ორი დემონსტრაციის მონაწილეთა უსაფრთხოებას პოლიცია იცავდა.

დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს პოლონეთში 11 ნოემბერს აღნიშნავენ. ამ დღეს ვარშავაში ოფიციალური ღონისძიებაც გაიმართა, რომელშიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც მონაწილეობდა.

დატოვე კომენტარი